20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
„ქართული ოცნება“ არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება" - ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტია ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

პარტიის სახელით განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ლაშა ჩხარტიშვილის მტკიცებით, მმართველი გუნდის აქტივისტები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობაა.

„ქართული ოცნება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. საამისოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მილიარდებს ვერ იმეტებს, რამედ ისევ ჩვენი, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით შემდგარი ბიუჯეტიდან აპირებს, ადაფინანსოს გამყალბებელთა, პარტიულ აქტივისტთა, აგიტატორთა არმია. მთავარი გამოსავალია არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

დღის ამბები