დღეს სალომე ზურაბიშვილმა ბოლნისში შეხვედრა გამართა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მხარდამჭერებს და ადგილობრივებს შეხვდა.
ზურაბიშვილმა ბოლნისის მთავარ პრობლემად ეკოლოგია დაასახელა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ბახტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას არსად არ ეჩქარება.
ზურაბიშვილის აქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი მას მხარს დაუჭერს.
„მოლოდინი არის ერთი და იგივე, რომ იმედი მაქვს, იქნება მხარდაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს. პირველი დამფინანსებელი ვარ მე, ჩემი პირადი დანაზოგით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.