20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში - ზალკალიანი მერკელის ვიზიტზე საუბრობს

„ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში,“- ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მან გერმანიის კანცლერის ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ანგელა მერკელს თბილისში ხვალ ელოდებიან. გერმანიის კანცლერი საქართველოს 10 წლის შემდეგ მეორედ ეწვევა. ანგელა მერკელი კავკასიურ ტურნეს სწორედ თბილისიდან იწყებს.

„ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას. აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის. რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გერმანიის კანცლერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის მეორე დღეს ანგელა მერკელი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები