ყოფილი თანაგუნდელების ღია პოლიტიკური კონფლიქტი მარნეულში. "ევროპული საქართველოს" ათეულობით წევრი პარტიიდან მიდის და "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს უერთდება.
ახალი მხარდამჭერები დღეს მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდნენ, რომელიც მარნეულში ყურბან ბაირამის მისალოცად ჩავიდა.
ყურბან ბაირამი მიულოცა დღეს მუსლიმ მოსახლეობას "ევროპულის საქართველოს" ლიდერმაც. დავით ბაქრაძემ პარტიაში განვითარებული პროცესების შეფასებისგან თავი შეიკავა.
ამ საკითხზე მხოლოდ ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა ახმედ იმამყულიევმა ისაუბრა. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მისი ყოფილი თანამებრძოლები მოისყიდეს და საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს.
მხარდამჭერებთან ერთად გაისეირნა მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა. გრიგოლ ვაშაძემ სამომავლო გეგმები მათთან ერთად დასახა და გაერთიანებისკენ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდა.
პარტიიდან წასული წევრები ამბობენ, რომ პარტიის დატოვებას კიდევ ბევრი აპირებს.
ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.