ზუსტად 4 საათში, საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი იწყება. ანგელა მერკელი თბილისში, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და ოპოზიციასთან.
ორდღიანი ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მივა.
საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი და ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მოკავშირე ევროპაში საქართველოში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შეხვედრას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის გარდა განხილვის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი სიმბოლურია.