20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
არ მგონია, რომ მერკელმა სიტყვა ოკუპაცია ახსენოს საერთოდ - ანალიტიკოსები მერკელის ვიზიტს ჩრდილოეთ გაზსადენით დაინტერესებას უკავშირებენ

დიპლომატებისა და ექსპერტების შეფასებით ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი კონკრეტული გზავნილებით იქნება დატვირთული.

თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მერკელის ვიზიტი ძირითადად ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებას უკავშირდება და ამის დასტური პუტინთან შეხვედრისას განხილული მთავარი თემები იყო.

როგორც ცნობილია, პუტინთან შეხვედრისას მერკელმა ჩრდილოეთის გაზსადენის შესახებ ისაუბრა. სწორედ ამ თემის გაგრძელებად მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები მერკელის საქართველოში, შემდეგ კი ბაქოში დაგეგმილ ვიზიტს.   

„ტრამპის კრიტიკა იყო პუტინისთვის ბევრი ფულის მიცემა, მაშინ როცა ცოტას ხარჯავს თავდაცვაზე. ამის შემდეგ ჩადის პუტინი და ისევ ლაპარაკობენ, რომ გერმანიისთვის გადასარჩენი გაზი ისევ რუსეთიდან უნდა მიიღოს, აქ არის ჩრდილოეთ ნაკადი ორის პრობლემა. პუტინს ყველაზე მეტად ამ ქვეყნად გაზი აწუხებს“-ამბობს ”საქართველოს დიპლომატთა კლუბის” წევრი, კოტე გაბაშვილი.

ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე კი ფიქრობს, რომ ანგელა მერკელმა შესაძლოა, საქართველოში მართლაც ისაუბროს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, თუმცა მან შესაძლოა, სიტყვა ოკუპაცია არ ახსენოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტმა კონკრეტული შედეგი მოუტანოს საქართველოს, თუმცა მე განსაკუთრებულ გარღვევას ან სიახლეებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავ. იქნება მხარდამჭერი განცხადებები იგივე ოკუპაციის მიმართულებით, თუმცა არმგონია, რომ მერკელმა სიტყვა ოკუპაცია ახსენოს საერთოდ.

"აქამდე უნდა დაინტერესებულიყვნენ საქართველოს ლიდერები იმით, თუ რაზე იყო საუბარი, თუ საქართველოზე საუბარი არ იყო, რატომ არ იყო“-ამბობს გიორგი რუხაძე.

დღის ამბები