„ის, რომ ანგელა მერკელი აგვისტოში ჩამოდის საქართველოში, ესეც ძალიან სიმბოლურია,“ -ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის შესახებ გააკეთა.
დიმიტრი ცქიტიშვილი მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„რუსეთი ყოველთვის ეცდება, აგვისტოს თვე გამოიყენოს თავისი გარკვეული სიმბოლური ნაბიჯებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შემხვედრი გზავნილები, ჩვენი პარტნიორებისგან, ის, რომ ანგელა მერკელი აგვისტოში ჩამოდის საქართველოში, ესეც ძალიან სიმბოლურია და ძალიან დიდი პრინციპული მინიშნებაა მთელი მსოფლიოსთვის ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანია ჩვენ მხარეს არის, ჩვენი სიმართლის მხარეს არის და სოლიდარულია იმ პრობლემების წინაშე, რომლის წინაშეც საქართველო დგას და განსაკუთრებულად. რუსეთთან ურთიერთობის კუთხით,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.