20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი, უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა. ივლიანე ხურცილავა ამბობს, რომ ოჯახის სიდუხჭირის გამო, მისი მეუღლე წლებია თურქეთშია წასული.

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ გაჭედილის მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა შეღავათებს გულისხმობს.

„ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც იძულებული არიან დღეს უცხოეთში  მძიმე ფიზიკური შრომით შეინახონ თავი, ასეთი ერთ-ერთი დახმარება გახლავთ კანონიერი სამსახური, რაც ნიშნავს მეტ ხელფასს, დეპორტისაგან დაცვას და ლეგალურ სამსახურს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დაპირება,“- განაცხადა ბაქრაძემ.  

დღის ამბები