დაახლოებით ნახევარ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიის კანცლერის თვითმფრინავს ელოდებიან.
ანგელა მერკელი 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. აეროპორტში კანცლერს და გერმანიის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიაში საქართველოს ელჩი დახვდებიან.
„ველოდებით გერმანიის კანცლერს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ხანგრძლივი ვიზიტი 2008 წლის შემდეგ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ის გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობების არსებობას.
"საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კანცლერი კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავს. გერმანიის პოზიცია მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ისევე, როგორც სხვა მოკავშირეები. კანცლერის ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან სოლიდარობისა და მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია“-აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე პაიჩი.