გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ზოლზე იმყოფებოდა.
მან სოფელი ოძისი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ანგელა მერკელმა ოკუპანტების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გავლებული ე.წ. საზღვარი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა სოფელი ოძისიდან სპეციალურად განთავსებული ჭოგრიტით დაათვალიერა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ბაზები.