20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
გერმანიის კანცლერი გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება

საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდება, სადაც კანცლერი გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება.

სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ ნატოს სამხედრო სწავლებაში - "ღირსეული პარტნიორი 2018". ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა კომენტარს მერკელი ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ. 

გერმანელ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ მერკელი კავკასიურ ტურნეს უკვე სომხეთში გააგრძელებს.

ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, გააცილებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები