კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ხორბლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებზე პირველ კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრი.
მაჭავარიანის განმარტებით, გადაწყვეტილება უკმაყოფილო ტურისტების არმიას უკავშირდება, რომლებსაც, ხორბლის სახმელეთო იმპორტის გამო, საზღვარზე რიგებში დგომა უწევთ.
მინისტრი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ფასების ზრდას არ გამოიწვევს.
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იყო დიდი რიგები, ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას და ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. არსებობს გაცილებით ეფექტური გზა - საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება. ეს არანაირ გაძვირებას არ გამოიწვევს,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.