20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
გერმანიის კანცლერმა საქართველო დატოვა

გერმანიის კანცლერმა საქართველო დატოვა. ანგელა მერკელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

მერკელი თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მიაცილა.

გერმანიის კანცლერი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის ქვეყნის პრემიერს შეხვდა და შემდეგ ანელა მერკელმა და მამუკა ბახტაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მერკელმა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც გამართა.

გერმანიის კანცლერი ვიზიტის მეორე დღეს ოპოზიციას და შემდეგ სტუდენტებს შეხვდა, რის შემდეგაც საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

ანგელა მერკელი თბილისიდან სომხეთში მიემგზავრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები