გერმანიის კანცლერს საქართველოს პრემიერმინისტრმა საჩუქრად მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო "ნატიურმორტი კურდღლით" გადასცა.
პიეტრო ჩიტადინის ნამუშევარი დღემდე ოფიციალურად დრეზდენის მუზეუმის ჩამონათვალშია, თუმცა, 1945 წლის შემდეგ ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
საჩქურის შესახებ მერკელმა Instagram-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა და ფოტოს ნამუშევრის მოკლე ისტორიაც დაურთო.
ტილო კერძო კოლექციაში ინახებოდა და მფლობელმა საქართველოს ხელისუფლებას ის საკუთარი ნებით გადასცა.