20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
პრეზიდენტის პატრონაჟით გამართულ ესეების კონკურსს ახალი გამარჯვებული ყავს

 „თავისუფლებიდან დამოუკიდებლობისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“- პრეზიდენტის პატრონაჟით გამართული ესეების კონკურსი დასრულებულია.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის სასახლეში კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.

სტუდენტებს შორის პირველი ადგილი, ნანი მანველიშვილმა დაიკავა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

პედაგოგებს შორის კი პირველი ადგილი  შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა- ზვიად დოლიძემ აიღო.

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ შედეგი მიღწეულია.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, როგორც ორგანიზატორებს ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვნენ მონაწილეობაში. მე ვფიქრობ რომ ის შედეგი, რომელიც მიზნად გვქონდა განსაზღვრული მიღწეულია. მომავალ თაობას გამოცემის საშუალებით ვეუბნებით, როგორ გვესმის ჩვენი ერის განვითარების გზა,“-განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები