20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
„კახი კალაძე გვარწმუნებს, რომ არ დავიჯეროთ მისივე ხელმოწერილი დოკუმენტები" - ირაკლი ნადირაძე 2 მილიონიანი გიგანტური საათის დამონტაჟებაზე

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ კახა კალაძე ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟებას მნიშვნელოვანი პროექტების დაზოგვის ხარჯზე აპირებს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ აღარ გარემონტდება მეტროპოლიტენის სადგურები და არ განხორციელდება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი.

„კახი კალაძე გვარწმუნებს, რომ არ დავიჯეროთ მისივე ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, წელს მაგალითად აღარ გარემონტდება ძალიან ბევრი მეტროსადგური, მაშინ როდესაც ჭერი გვენგრევა თავზე იმისათვის, რომ  ეშმაკის ბორბალზე 2 მილიონიანი საათი ჩამოჰკიდონ ამისთვის მოაკლეს საინჟინრო ინფრასტრუქტურას 1 მილიონი ლარი, პროექტირებას და კვლევებს ასობით ათასი ლარი“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.

კახი კალაძე კი "რუსთავი 2"-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

თბილისის მერის ბრლადება გუშინ "კურიერის" 9-საათიან გამოშვებაში გასულ რეპორტაჟს უკაშირდება, რომელიც ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟებას და ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარის დახარჯვას ეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ დაადასტურა, კახა კალაძე "რუსთავი 2"-ს ბოდიშის მოხდას ურჩევს.

თბილისის მერი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-მა ერთ რეპორტაჟში სამჯერ იცრუა, მაგრამ  დედაქალაქის მერი არ უარყოფს, რომ 2 მილიონ ლარიანი საათის დამონტაჟებას ეშმაკის ბორბალზე მართლაც გეგმავს, თუმცა, კალაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება ჯერ იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული არ არის.

თუმცა, "რუსთავი 2"-ს ხელთ აქვს დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია "იგუზინთან" დაწყებულია და ამას სატელეფონო კავშირში კომპანიის წარმომადგენელიც ადასტურებს.

დღის ამბები