20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე წლის ბოლომდე არ ეყოლება - პრეზიდენტს მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიცია და მესამე სექტორი აკრიტიკებს

არაადეკვატური და პოლიტიკურად უსუსური - ასეთ შეფასებებს პრეზიდენტის მიმართ დღეს მმართველი პარტიის წევრები იყენებდნენ. "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მორიგი მიზეზი, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაა, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე.

პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში კი დღეს სწორედ "ქართული ოცნების" არაკონსტრუქციულობით ახსნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "ქართული ოცნების" ორი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება გაიხსენა, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კონსულტაციებში ჩართვაზე უარი თქვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელი უკვე 3 კვირაა ვაკანტურია. ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. გიორგი მარგველაშვილს დღეს ოპოზიციაც აკრიტიკებდა. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის სრულად გაკონტროლებისთვის "ქართულ ოცნებას" გზა პირდაპირ გაუხსნა.

არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს სისტემაში კლანურ მმართველობა მწვანე შუქი აუნთო. იუსტიციის უმღლეს საბჭოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობის დაწყება მხოლოდ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ შეუძლია. 

დღის ამბები