კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომის თაობაზე თამარ ჟვანიას მიმართა. ცესკო-ს თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილის მოთხოვნა ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია - საკითხის განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება.
ფეტვიაშვილის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, თუ როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს.
ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან პირდაპირ კონტაქტზეა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.