20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
"საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს“ - სააკაშვილი

“ოცნების ნაცვლად მოქმედების დროა,” - ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი ყალიბდება, რომელიც ქვეყანას განვითარების საშუალებას უსპობს.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცემენტისა და ხორბლის წარმოებით დაინტერესდა და ამ სფეროების მონოპოლიზაციას ახდენს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

„ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის,“ ეს არის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში ცემენტის, 50%. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა.

"ეს იმას ნიშნავს,რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესების,რომელიც აწარმოებს ცემენტს და მეორე - გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი,. ეს არის მონოპოლია და ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე, რადაც არ უნდა დამიჯდეს მე ამას გავაკეთებ.

"საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები