ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მოსახლეობას მარიამობა ბაგრატის ტაძრიდან მიულოცა.
შალვა ნათელაშვილი დღეს ინიციატივით გამოვიდა, დაწესდეს ქართველთა მსოფლიოს დღე, რომელიც სწორედ 28 აგვისტოს - მარიამობას, აღინიშნება.
ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყნის გამარჯვების დასაწყისი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს.
„გამარჯვების მოლოდინი მაქვს, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და არა კონკრეტულმა პირმა, კონკრეტულმა ამბიციამ ან კონკრეტულმა პარტიამ. უნდა გაიმარჯვოს ქვეყანამ და ამ ჯიშიანმა ულამაზესმა ახალგაზრდებმა მიიღონ გამრავლების, ბედნიერების და ცხოვრების პერსპექტივა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.