2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ქვეყნაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. IDFI-მ გახარიას უწყებისგან ბოლო პერიოდის სტატისტიკა გამოითხოვა და დაადგინა, რომ უკანასკნელ 7 თვეში დანაშაულის ფაქტებმა მოიმატა.
თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ეჭვობენ, ამის რეალური მიზეზი ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა წლებში სტატისტიკას მალავდა და ქვეყნაში კრიმინალის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
IDFI მოუწოდებს გიორგი გახარიას უწყებას შეისწავლოს წინა წლების დანაშაულის სტატისტიკა, შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.