20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
თავიდან ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას იმ გაყალბების მექანიზმს, რომელსაც ქმნის "ქართული ოცნების" დავალებით თამარ ჟვანია - გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ”ძალა ერთობაშია” წინასაარჩევნო პერიდოში გამოვლენილ დარღვევებს ამჯერად სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელებს გააცნობს. პარტიების წარმომადგენლები ყველა იმ ვიდეო ჩანაწერის გასაჯაროებას აპირებენ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებს ასახავს. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

"ძალიან ეფექტური მექანიზმი შევქმენით რომ ყველა მათ ნაბიჯს ვაიდენტიფიცირებთ. ეხლა კომუნიკაცია გვექნება არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და თავიდან ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას იმ გაყალბების მექანიზმს, რომელსაც ქმნის "ქართული ოცნების" დავალებით თამარ ჟვანია. ამ ადამიანს არანაირი უფლელბა არ აქვს გააგრძელოს იმ თანამდებობაზე ყოფნა, რომელზეც ის არის დღეს,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები