ოპოზიციური პარტიების გაერთიანება "ძალა ერთობაშია" მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამჯერად გრიგოლ ვაშაძის შტაბში იმ ამომრჩეველს შეხვდა, რომლებმაც ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვა. ამომრჩევლებს "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები მათ საარჩევნო პროგრამასა და ქვეყნაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ.
"თითოეული ადამიანი დღეს არის ოქროს ფასი და ყველა ადამიანის რესურსი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.