ევროპარლამენტში სხდომათა დარბაზში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს საპარალამენტო უმრავლესობა "რაღაც პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილად" აფასებს და ამბობენ, რომ მთლიანობაში, ევროკავშირის შეფასება საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, აცხადებს, "ვერავინ ვერ დაუშლის ვერც ერთ პოლიტიკოსს, ჰქონდეს განსხვავებული შეფასება".
„ანგარიში ძალიან პოზიტიურად აფასებს იმ მოვლენებს და პროცესებს, რომელიც განხორციელდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან და ამ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს. ბუნებრივია, ვერავინ ვერ დაუშლის ვერც ერთ პოლიტიკოსს, რომ ჰქონდეს განსხვავებული აზრი და განსხვავებული შეფასება, თუმცა, დღევანდელი დებატების დროს, ტრადიციულად, ის ხალხი გამოდიოდნენ, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, საბოლოო დოკუმენტის სახე ღებულობს ხოლმე იმ ფორმას, რომელიც არის უფრო ობიექტური და სინამდვილესთან ახლოს. არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი, თუმდაც, პოლიტიკურ პატიმრებზე, პოლიტიკურ განცხადებზე. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არ აისახება იმიტომ, რომ ეს არ არის რეალობასთან ახლოს. არაფორმალური მმართველობა არაა. არსებობს ფორმალური მმართველობა, არის პარტიული ხელმძღვანელობა, არის ინსტიტუციები. ბიძინა ივანიშვილი არის ამ შემთხვევაში პარტიის ხელმძღვანელი, რომლებიც ახდენს კოორდინირებას პოლიტიკური მმართველი ჯგუფის საქმიანობის, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაში არაფერი არაფორმალური არ არის,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.