20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
არიზონის შტატში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან - სენატორის ცხედარი ბაპტისტურ ეკლესიაში გადაასვენეს

არიზონის შტატში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან. ამერიკელი სენატორის ცხედარი ცოტა ხნის წინ ფინიქსის ბაპტისტურ ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ამერიკის ეროვნულ გმირს შტატის კაპიტოლიუმის შენობიდან ტაძრამდე საპატიო ყარაული მიაცილებდა.

ეკლესიაში იმყოფება შეერთებული შტატების ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელიც ძველ მეგობარს უკანასკნელ გზაზე აცილებს.

ბაპტისტურ ეკლესიაში უმრავი ადამიანია შეკრებილი. იქ იმყოფება არიზონის შტატის გუბერნატორი.

დაგ დიუსს კურიერის ჟურნალისტი ესაუბრა.

„ჯონ მაკკეინი ამერიკელი გმირია. ის არის სიმბოლო, რომლის ხმაც დააკლდება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს მსოფლიოს. სენატორი მაკკეინი ყოველთვის უჭერდა მხარს ამერიკის ღირებულებებს, თავისუფალი ქვეყნის ღირებულებებს. ამიტომ გვჭირდება ძლიერი ლიდერი, რომ ამ ღირებულებების დაცვა გავაგრძელოთ,“ -  განაცხადა დაგ დიუსმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები