20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის მოწმობას მარტივად ვეღარ მიიღებენ

ახალი შეზღუდვები უცხოეთის მოქალაქეებისთვის - საქართველოში ისინი ბინადრობის მოწმობას მარტივად ვეღარ მიიღებენ.

ახალი კანონის მიხედვით, უცხოელი ან მოქალაქეობის არ მქონე პირი ერთი წლით ბინადრობის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეს, თუ 35 ათასი დოლარის ნაცვლად, უძრავ ქონებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში შეიძენს. თუ პირი ქონებას ერთი წლის ვადაში გაასხვისებს, მას საქართველოში ცხოვრების უფლება ჩამოერთმევა.

კანონში კიდევ ერთ ცვლილება შევა. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ინვესტორი მუდმივი ბინადრობის უფლებას ვეღარ მიიღებს და მას საქართველოში ცხოვრების მხოლოდ 5-წლიანი ნებართვა ექნება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წარმატებით იმუშავებს, კანონპროექტის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ასეთ პირმა ბინადრობის მუდმივი უფლებაც მოიპოვოს. ხუთწლიანი ბინადრობის მოსაპოვებლად ბიზნესმენმა, მინიმუმ, 300 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ოპოზიცია კი არ გამორიცხავს, რომ ახალი რეგულაციები ქვეყანაში ინვესტიციასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

დღეს გაკეთებული განცხადების გამო, კახი კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზი გახდა.

ახალგაზრდა იურისტები თვლიან, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უძრავი ქონების გასხვისების უფლება შეეზღუდებათ, ეს სახელმწიფოს მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედება იქნება. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უცხოელების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გაზრდილია.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მიდგომების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში უკვე დასრულებულია.  

დღის ამბები