26 დეკემბერი 2024,   15:03
ვრცლად
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში ჯამურად 380 660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 173 ახალი საწარმო დაფინანსდა, აქედან კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო შეიქმნა.

დღის ამბები