26 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
სემ პატენი - პირი, რომელსაც სააკაშვილი შანტაჟში ადანაშაულებს, 2012 წლამდე, ბიძინა ივანიშვილისგან აშშ-ში ლობირებისთვის თვეში 45 ათას დოლარს იღებდა

სკანდალი CNN-ის პირდაპირ ეთერში - მიხეილ სააკაშვილმა, რუსული კავშირების საქმის მთავარი ფიგურანტის შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ლობისტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს აშანტაჟებს.

როგორც ირკვევა, სემ პატენი საქართველოში წლების მანძილზე ცხოვრობდა და ის ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილს ლობირებდა. "აი ფაქტის" ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე "კურიერთან" საუბრისა აცხადებს, რომ სემ პატენი 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას პარტნიორი იყო და ის ივანიშვილი პარტიას აშშ-ში ლობირებდა.

ბაქრაძის განცხადებით, აშშ-ში მხოლოდ ივანიშვილის ინტერესების დაცვაში სემ პატენი თვეში 45 ათას დოლარს იღებდა.

„სემ პატენი, რომელიც იყო ტრამპის გუნდის წევრი არჩევნებამდე და ეხმარებოდა მას ასეთ საკითხებში, რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა საქართველოში გარკვეული პერიოდით და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა, როგორც სააკაშვილის მთავრობასთან, ისე მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას პარტიასთან.

"სემ პატენიმ თავის ერთ-ერთი კომპანიის საშუალებით კონტრაქტები გააფორმა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას პარტიებთან,  რომლის მეშვეობითაც 10 ათასობით დოლარს იღებდა ყოველ თვის მანძილზე იმის სანაცვლოდ რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მისი ინტერესების დამცველი და წარმომადგენელი ყოფილიყო აშშ-ში. ხელშეკრულებები, რომლებიც 2011 და 2012 წლებში გაფორმდა, არჩევნებამდე პერიოდზეა საუბარი, რომელიც გააფორმა ორივე მხარემ,  კომპანია იყო „ბიჯიარ გაბარა ელთიბი,“ რომელიც წარმოადგენდა სემ პატენს ამ შეთანხმებაში. საერთო ჯამში ორივე კონტრაქტი რომ დავაჯამოთ, 45 ათას დოლარს იღებდა თვეში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ლობირებისთვის ეს ადამიანი,“-ამბობს ბაქრაძე.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სემ პატენი მას აშანტაჟებს. ამის დასტურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა CNN-ის ეთერში მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი ის შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც მან სემ პატენისგან მიიღო. 

სააკაშვილის განცხადებით, პატენის გზავნილი შანტაჟის შემცველია:

 "დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა - ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდე შემთხვევაში, მიშაზე რაღაცეების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის რაზე ვლაპარაკობ."

დღის ამბები