26 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები სემ პატენთან თანამშრომლობას არ უარყოფენ

სემ პატენის "ქართულ ოცნებასთან" კავშირს მმართველი გუნდის ლიდერები არ უარყოფენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ სემ პატენი ლობირებდა ბიძინა ივანიშვილის პარტიას.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერმა პატენი ირაკლი ალასანიასგან გაიცნო, თუმცა მანამდე ის მიხეილ სააკაშვილის "ჩრდილოვანი მენეჯერი" იყო.

ვოლსკის თქმით, პატენთან ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა, თუმცა მალევე გაწყდა.

„მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა იმიტომ, რომ სემ პატენმა განაცხადა, რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური პარტიის. ეს არის საკმაოდ მკვახე განცხადება და პირველი კითხვა, რომელიც უცხოელმა ჟურნალისტებმა დაუსვეს სააკაშვილს სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.

"იგი იყო მერე "თავისუფალი დემოკრატების" ლობისტი და შემდეგ როცა "თავისუფალი დემოკრატები" შემოვიდნენ კოალიციაში მათთან იმყოფებოდა. სრულიად გამჭვირვალედ დაიდო კონტრაქტი, მაგრამ მალევე შეწყდა, ვინაიდან არ იყო დამაკმაყოფილებელი მუშაობის გარკვეული ეპიზოდები“-აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები