26 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
"ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი" - ოცნების წევრების ნაწილი სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავს

მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდის სიმპატიები სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. „ოცნების“ წევრების ნაწილი ამ თემაზე ღიად არ საუბრობს და პოლიტსაბჭოს სხდომას ელოდება. ნაწილი კი არ მალავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე  სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აპირებს.

„ჩვენ დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილს მხარს გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ეს არის რომ სალომე ზურაბიშვილს ის ღირებულებები რომელიც მას ამოძრავებდა  წინა ხელისუფლებასთან ბრძოლაში ამ ღირებულებებს  აბსოლუტურად ვიზიარებთ და მხარს ვიჭერთ ამ თვალსაზრისით და რადგან პრინციპში ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" განაყოფი პარტიების წარმომადგენლებმა, საპრეზიდენტო კანდიდატებმა მაქსიმალურად დაბალი ხმების რაოდენობა მიიღონ. ამ შემთხვევაში მათი დამარცხების რეალური შანსი აქვს სალომე ზურაბიშვილს,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათიას ღიად აფიქსირებს ზვიად ძიძიგურიც. ის ამბობს, რომ ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება.

„მე პირადად, ჩვენი ფრაქცია „კონსერვატორები“ პარტია, რომელიც არის  პარტნიორი პარტია „ქართული ოცნების“ სიამოვნებით დავუჭერდით მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და იცით რომ ასეთი ვერსიაც არის ძალიან განხილვადი და სერიოზული. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის პერიოდში, ეს იყო 2007-2008 წლების განმავლობაში ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მაშინდელ მიხეილ სააკაშვილის  რეჟიმთან და იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ ბრძოლაში. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მებრძოლი ქალბატონია. მას არასდროს უკან არ დაუხევია ყველაზე უფრო მწვავე პრობლემების წინაშეც და ის რა თქმა უნდა იქნება ღირსეული პრეზიდენტი,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები