26 დეკემბერი 2024,   15:12
ვრცლად
ქუთაისის #2 სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის შენობაში ჩატარებული რეაბილიტაციის დროს, შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა. მისივე თქმით, უკვე მზადაა რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი და ხარჯაღრიცხვა თუმცა, როდის დაიწყება სამუშოები უცნობია. სკოლაში რეაბილიტაციის დაწყება სასწავლო პროცესს ნაწილობრივ ხელს შეუშლის, რადგან მურმად ჯიშკარიანის თქმით, სამი საკლასო ოთახი დროებით დაიკეტება. შენობაში რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ უნდა განახორციელოს. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სადაც წერია, რომ სკოლაში ჭერი უნდა გამაგრდეს. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.    

დღის ამბები