26 დეკემბერი 2024,   15:11
ვრცლად
კოლოსალური ზარალი რკინიგზაში - სპეციალისტები გაკოტრებასთან დაკავშირებით პრემიერის პასუხისმგბელობაზე საუბრობენ

საქართველოს რკინიგზა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. სახელმწიფო კომპანიამ 2017 წელი 300 მილიონ ლარზე მეტი ზარალით დაასრულა.

ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანიიის შემოწმების შედეგები საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია KPMGM-მა  გამოაქვეყნა. 47 გვერდიან დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი, საქართველოს რკინგზის შემოსავლები და ხარჯები. დოკუმენტში წერია,  რომ 2017 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რკინიგზის ზარალი 354 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს რკინიგზის მოგების კლება 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც მის ხელმძღვანელად მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაინიშნა. პირველი, დიდი 65 მილიონიანი ზარალი კომპანიამ 2015 წელს მიიღო. რკინიგზაში მოგების შემცირების პარალელურად იზრდებოდა მისი ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის ხელფასი.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა და შემოსავლიანმა უწყებამ გაკოტრება სწორედ მამუკა ბახტაძის პირობებში დაიწყო. დეპუტატების ინფორმაციით, რკინიგზის ყველა დარგში უკვე უარყოფითი მაჩვენებელია.

სპეციალისტები საქართველოს რკინიგზის ფინანსური კრიზისის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. სავარაუდო კორუფცია, ნეპოტიზმი და მართვის არასწორი პოლიტიკა-ისინი, ვინც საქართველოს რკინიგზის მუშაობას წლებია სწავლობენ, ამბობენ, რომ ამის გამო რკინიგზის განვითარება შეჩერებულია, ეს კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს.

დღის ამბები