26 დეკემბერი 2024,   15:02
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს პირველი სხდომა ნინო გვენეტაძის გარეშე და ბრალდებები მესამე სექტორის მიმსამართით-მიქაუტაძე არასამთავრობოებს უპირიპისრდება

პირველი სხდომა ნინო გვენეტაძის გარეშე და ხმაურიანი ბრალდებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორის მისამართით - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პირველივე გამოსვლაში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები საბჭოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა, რასაც ბრალდებების ადრესატების განცხადება მოჰყვა. მესამე სექტორმა  გიორგი მიქაუტაძეს, საბჭოს ის გადაწყვეტილებები შეახსენა, რომლებსაც საბჭოს უმრავლესობა პირადი ინტერესებით, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების სასარგებლოდ იღებდა.

საბჭოს მოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ კოლეგიური ორგანო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესს თავს უკეთ გაართმევს, თუმცა ასე არ ფიქრობს არამოსამართლე წევრების ნაწილი, რომლებიც პრეზიდენტს ამ პროცესისგან ჩამოშორების გამო საყვედურობენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს ჯერაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეცვლის.

 

დღის ამბები