26 დეკემბერი 2024,   14:56
ვრცლად
საქართველო კარგად ართმევს თავს ვალდებულებებს, უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს - იოჰანეს ჰანი

ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

იოჰანეს ჰანის თქმით, საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს კარგად ართმევს თავს. ევროკომისარმა რამდენიმე მთავარი გამოწვევა დაასახელა, მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და მედიის თავისუფლება.

„გამოწვევები მუდმივად არსებობს, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო კარგად ართმევს თავს ვალდებულებებს, უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს. კომუნისტურ სამყაროში დემოკრატიული ტრადიციები არ ასრულებდნენ სათანადო როლს, ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ამის ნდობა მოქალაქეებში. მე ყოველთვის ვთხოვ ჩემს ხალხს, მეტი ყურადღება დაუთმონ სასამართლოების ხარისხს, პირველ და მეორე ინსტანციებს, რადგან ძალიან ხშირად საქმე გვაქვს უზენაეს სასამართლოსთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო გადაწყვტილებას იღებს. მაგრამ რიგით მოქალაქეებს შეხება აქვთ პირველ და მეორე ინსტანციებთან. სასამართლო ერთი მაგალითია, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მედიის თავისუფლებაც,“ - განაცხადა ევროკომისარმა.

იოჰანეს ჰანი საქართველოს დღეს ეწვია. ის  ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

დღის ამბები