26 დეკემბერი 2024,   15:08
ვრცლად
მე არ გავაკეთებ განცხადებას კონკრეტულ თარიღზე - იოჰანეს ჰანი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობს

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავასრულოთ გაფართოება ბალკანეთისთვის, მაგრამ ვიმუშაოთ ასევე სხვა მეზობლების მიმართულებით და მოხდეს დაახლოება ევროკავშირთან რამდენადაც შესაძლებელია,“ - ეს განცხადება ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა თბილისში გააკეთა.

ევროკომისარმა თავი შეიკავა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, თუ როდის შეძლებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას.

„მიზეზი, რატომაც გავხსენით ევროპული სკოლა აქ არის, რომ მხარდაჭერა მოვახდინოთ. მე არ გავაკეთებ განცხადებას კონკრეტულ თარიღზე, რადგან ის ქმნის მოლოდინებს, ამიტომ ვისაუბროთ რისი მიღწევაც არის შესაძლებელი,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

იოჰანეს ჰანი საქართველოს დღეს ეწვია. ის ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

საქართველოში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ჩამოვიდა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა პირველია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება.

ის განკუთვნილია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს.

დღის ამბები