26 დეკემბერი 2024,   15:08
ვრცლად
გლდანის რაიონში გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითხოვენ

გლდანის რაიონში წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებლები გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათთან ყოველი წვიმის დროს, მოუწესრიგებელი სისტემის გამო, სახლები და საკარმიდამო ადგილები იტბორება.

მოსახლეობის განმარტებით, მათ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ადგილობრივები მერიისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

მოსახლეობის პროტესტს გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ, უპასუხა.

„პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ახალი სისტემების სრული რეაბილიტაცია, ახალი სისტემების მოწყობა, როგორც წყლის, ასევე კანალიზაციის. წყლის სისტემები არ არის გადასული ამ ახალ სისტემაზე. მომავალ წელს ეს დასახლება და მიმდებარე ქუჩები კეთილმოეწყობა,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

დღის ამბები