გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები საჩხერეში მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, საჩხერეში უკიდურესი გაჭირვებაა, არ არსებობს სამუშაო ადგილები, გაძვირდა მედიკამენტები, მასიურად შეწყვიტეს სოციალური დახმარებები. მათი თქმით, ივანიშვილმა ყურადღების გარეშე დატოვა საჩხერე.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი, დაიწყება სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები, ბიუჯეტიდან დაზოგილი 1.5 მილიარდი მოხმარდება სოციალურ საჭიროებებს.