26 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
პენსია 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი და პოლიციელის 2000 ლარი - გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამა ჭიათურაში მოისმინეს

ხელისუფლების კორუფცია და ძალმომრეობა, უმუშევრობა, გაღატაკებული მოსახლეობა, გაზრდილი გადასახადები და შეწყვეტილი სოციალური გადასახადები, ეკოლოგია - ეს ის საკითხებია, რომლებზეც  მოსახლეობამ ისაუბრა ჭიათურაში, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას.

გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მილიარდ-ნახევრით შემცირდება ბიუროკარტიული ხარჯები. შედეგად, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი - 1000-მდე და პოლიციის თანამშრომლებისა 2000 ლარამდე. გამოცხადდება მორატორიუმი უსამართლო ვალების გადახდაზე და კრედიტების დაფარვა მოხდება 2012 წელს არსებული ლარის კურსის მიხედვით. 

დღის ამბები