26 დეკემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ბრიტანული ბრენდი Burberry კოლექციაში ნამდვილი ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს

ბრიტანული ბრენდი Burberry პოლიტიკას ცვლის და კოლექციაში ნამდვილი ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს.

ბრენდის ხელმძღვანელობამ გარემოსდამცველი აქტივისტების მოთხოვნით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

Burberry აღარ გაანადგურებს იმ ნივთებს, რომლებიც ვერ გაიყიდა და მათგან ახალ პროდუქციას შექმნის. უტილიზაციის პრაქტიკას Burberry საკუთარი რეპუტაციისა და ბრენდის დასაცავად მიმართავდა.

შარშან განადგურებული პროდუქციის ღირებულებამ 28 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა, რის გამოც Burberry აქტივისტების კრიტიკის ობიექტი გახდა. 

დღის ამბები