მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.
თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. ყოფილი მერის მიმართ გამოძიება მარნეულის მკვიდრის მისამართით ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, მას ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო დაუმძიმდა.
ბრალი დაუმძიმდა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილ კიდევ ორ პირს, გულიევს და ალაჰვერდიევს.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს, მას ბრალი ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე წაუყენეს.
ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ძალადობა მას შემდეგ განხორციელდა, როდესაც მან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ყოფნის დროს მარნეულის მერსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს აგინა. რის შემდეგადაც მარნეულის მერი მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ შარდით სახის დაბანა აიძულა. კადრები "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა.