28 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
"ასეთი ქმედებები არ შეიძლება, დარჩეს უპასუხოდ!" - რუსეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებაზე

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების დანიშვნას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრად თვლის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამის შესახებ ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთა ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვლადიმირ ლეგოიდამ, განაცხადა.

"კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენელ-ეპისკოპოსების დანიშვნა, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და კიევის და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა უპრეცედენტოდ უხეში შეჭრა მოსკოვის პატრიარქის კანონიკურ ტერიტორიაზე. ასეთი ქმედებები არ შეიძლება, დარჩეს უპასუხოდ," - განაცხადა ლეგოიდამ.

7 სექტემბერს მსოფლიოს პატრიარქმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის მზადების პროცესში, თავის ეგზარქოსებად კიევში დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.

დღის ამბები