26 დეკემბერი 2024,   15:02
ვრცლად
გურამ კაშიას ირგვლივ არსებული ნეგატიური ფონი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია - ვლადიმერ ვაისი

ხვალ ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლატვიის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის მომზადების და გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„გურამ კაშია ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ მას სრულ ნდობას ვუცხადებთ, ის ნამდვილი პროფესიონალია. რაც მთავარია, კაშია საქართველოს ნაკრებს სჭირდება. ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით მას მხარს უჭერს. სიმართლე გითხრათ, გურამის ირგვლივ არსებული ნეგატიური ფონი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია,“ - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა, აღნიშნა, რომ გურამ კაშიას მთელი გუნდი გვერდში უდგას.

მატჩი, რომელიც ხმაურის მიზეზი უკვე გახდა, დინამო არენაზე ხვალ ზუსტად 20 საათზე დაიწყება.

გურამ კაშია მორიგი შეურაცხყოფისა და აგრესიის მიზეზი უეფას მიერ მისთვის გადაცემული თანასწორობის ჯილდოს გამო გახდა. კაშიამ ეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო. 

დღის ამბები