26 დეკემბერი 2024,   14:57
ვრცლად
„მიკვირს, რომ ხალხი ჯერ კიდევ სვამს შეკითხვას ვინ დაიწყო ომი, აშკარაა, რომ რუსეთი იყო" - მეთიუ ბრაიზა

„მიკვირს, რომ ხალხი ჯერ კიდევ სვამს შეკითხვას ვინ დაიწყო ომი, აშკარაა, რომ რუსეთი იყო,“- ამის შესახებ ტალინის თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ განაცხადა.

მეთიუ ბრაიზამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში კონფლიქტის პროვოცირებას ახდენდა.

ბრაიზა გაკვირვებულია, რომ ჯერ კიდევ ისმება კითხვა - თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი.

„იყენებდა ყველა სახის სამართლებრივ, პოლიტიკურ, სამხედრო რესურსს პროვოკაციების მოსაწყობად. სწორედ რუსებმა უბიძგეს ოსებს გაესროლათ რუსი მშვიდობისმყოფელების თავზე და ამით საქართველო გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენეს. სროლა კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, ცეცხლი ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც ქართულ ძალებზე შეტევა განხორციელდა ოსი სამხედროების მიერ. ისინი უხსნიდნენ ცეცხლს ქართველებს რუსი მშვიდობისმყოფელების ზურგს უკან. ამას მოჰყვა კონფლიქტის ესკალაცია. უკრაინელებმა თავშეკავება გამოიჩინეს და ერთი ტყვიაც არ გაისროლეს, მაგრამ ყირიმი მაინც დაკარგეს,“- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

დღის ამბები