21 დეკემბერი 2024,   20:03
ვრცლად
აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - პრემიერ-მინისტრი 

აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The Hill-ი აქვეყნებს.

პუბლიკაციაში მამუკა ბახტაძე წერს, რომ რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე ურთიერთობები არსებობს, ხოლო ხელისუფლება იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგესთან დიალოგი ბევრად სჯობს მასთან კონფლიქტს.

საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ 10 წლის წინ, შემოჭრის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკავა და დღემდე არ გამოხმაურებია ხელისუფლების მიმართვას დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის პოვნის თაობაზე.
"მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში არც კონფლიქტი გვსურს და არც - დაპირისპირება. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი და აყვავებული საქართველო რუსეთის ეროვნულ ინტერესებშია და საფრთხედ არ უნდა ვიყოთ აღქმული. უფრო მეტიც, მოსკოვმა საქართველოს არ უნდა უყუროს დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში,"-აცხადებს წერს მამუკა ბახტაძე.

დღის ამბები