26 დეკემბერი 2024,   21:50
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის გაერთიანების სხვა ლიდერები მოსახლეობას სოფელ უდეში შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები მოსახლეობას სოფელ უდეში შეხვდნენ.

ადგილობრივები აპროტესტებენ ივანიშვილის მიერ საქართველოს ნარკომწარმოებელ სახელმწიფოდ ქცევას მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სფერო საერთოდ მიტოვებულია.

მათი თქმით, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური პატიმრები და არ უნდა ხდებოდეს მკვლელებისთვის ხელის დაფარება. მოსახლეობა აღარ აპირებს ხელისუფლების თვითნებობის მოთმენას.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "საქართველო გადასარჩენია, 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქართული ოცნების ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი და ხელისუფლებაში მოვა ეროვნული ძალა, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის მმართველობის კორუფციულ სქემებს და დაიწყებს ქვეყნის განვითარების პროცესს". 

„უკიდურესი აღშფოთება არის საქართველოს მოქალაქეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ნარკორეალიზატორების, ნარკობარიგების ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აპირებენ მარიხუანის პლანტაციის გაშენებას  და მეორე, მას შემდეგ, რაც გუშინ კიდევ ახალი ფირი გამოჩნდა იბერიის საქმეზე. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქე აბსოლუტურად ბედის ანაბარად არის დატოვებული, ნორმალურ ადამიანში არ შეიძლება, აღშფოთება არ გამოიწვიოს იმან, როგორ ინაწილებდნენ კანონიერი ქურდები ბაზარს და როგორ ქმნიან შავ ფონდებს იმისათვის, რომ ამ ბაზრიდან უკანონოდ მოპოვებული ფულით დააფინანსონ ქართული ოცნება. აუცილებლად დავასრულებთ ამას 28 ოქტომბერს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები