26 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მხარდამჭერებს ვუთხარი მადლობა მოთმინებისთვის იმ სრულიად არაევროპული კამპანიის მიმართ, რომელიც ვითარდება საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს საჩხერეში შეხვდა. ზურაბიშვილმა მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, ბრალდებების მიუხედავად აგრძელებს ბრძოლას და ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიას გააგრძელებს.

„მე მხარდამჭერებს ვუთხარი, ჯერ ერთი, მადლობა მათი მონაწილეობისთვის ამ საარჩევნო კამპანიაში, მათი მოთმინებისთვის იმ რაღაც სრულიად არაევროპული კამპანიის მიმართ, რომელიც ვითარდება საქართველოში და რომელიც არის, სამწუხაროდ, მცდელობა, რომ წავიდეთ უკან წარსულში, დავუბრუნდეთ საბჭოთა მეთოდებს, პრაქტიკას, ამ ლანძღვა-გინების, მოსმენების, მოღალატის ძახილის, რომელიც არის ტიპიური და ეს ვუთხარი ამ ხალხს, რომ ეს მხოლოდ ტოტალიტარულმა სისტემებმა და რეჟიმებმა იცოდნენ, რომ სხვების სახელის დარქმევა ამ ფორმით, რომ ან ტროცკისტი ხარ ან მოღალატე ხარ, ან ებრაელი ხარ, ეს დრო დამთავრდა ევროპაში, ჩვენ ვართ 21-ე საუკუნეში,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები