26 დეკემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ზურაბიშვილს არც არაფერი დაუკარგავს, დავკარგეთ ჩვენ. ის, რომ რუსეთს ამართლებს, ეს არის საშინელება - დევნილი მოსახლეობა

„სალომე ზურაბიშვილს არც არაფერი დაუკარგავს, დავკარგეთ ჩვენ. მაგრამ ის რომ რუსეთს ამართლებს, ეს არის მართლაც საშინელება... ავტომატის ტყვიები ჩვენს თავზე გადადიოდა,“ - ასე იხსენებს წილკანში მცხოვრები დევნილი 2008 წლის ომს და სალომე ზურაბიშვილს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს „შეურაცხმყოფელად“ მოიხსენიებს.

წილკანში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, „რუსეთის მონები“ გახდებიან ქართველები.

მოსახლეობის თქმით, რუსეთი წინასწარ იყო მომზადებული ომისთვის და ზურაბიშვილის განცხადებებს „ქვეყნის ღალატად“ მოიხსენიებენ.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი თავის პარტიას აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო. მისი თქმით, მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყოლოდა.

„ჩვენ ჩვენს მოსახლეობას არ ვბომბავდით და არც აფხაზეთია ჩვენი მეზობელი, ის ჩვენი ქვეყანაა. ვერც მე ვიქნები ვერავის მეზობელი იმიტომ, რომ ახალგორი საქართველოა და ამას რომ ქალი ამბობს, ჩათვალე, რომ ის უკვე პოლიტიკური მკვდარია. აქ ის ხმას ვერ მიიღებს. გულნატკენი კი არა, აღშფოთებული, გაცოფებული ვარ, გაგიჟებული ვარ,“ - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ქართული ჯარის შეურაცხყოფაა.

„ომი დაიწყო რუსეთმა, ჩემი სახლის გვერდით იდგა იმათი ჯარები. რა უნდოდათ აქ?“ - ამბობს ერთერთი მცხოვრები.

გორელები ქართული მხარის ომის დაწყებაში დადანაშაულებას კრიტიკულად აფასებენ.

„პუტინი თავად აცხადებს, რომ სამი წელი ვემზადებოდი მე ამ ომისთვის და სალომე ზურაბიშვილი და ბურჯანაძე ლაპარაკობს, რომ ომი, თურმე, ჩვენ დაგვიწყია და ეს არ არის სწორი,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები