26 დეკემბერი 2024,   21:34
ვრცლად
„არაფრით არ ვისურვებდი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად... სამარცხვინოა“ - გამოკითვა სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატის არაერთ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საკუთარი მოქალაქეები დაბომბა.  

რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილს სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

„ომი დაიწყო რუსეთმა და ეს მსოფლიომ იცის და მსოფლიომ აღიარა,“ - ფიქრობენ ახალციხეში. თუმცა, არიან ისეთებიც ახალციხეში, ვინც ფიქრობენ, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო.

„მძინარე ქალაქს დაუშინეს ბომბები, მაგრამ არა საქართველომ, ეს დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. მართალი თქვა იმ ქალმა,“ - აცხადებენ ახალციხეში.

ერთეული მოქალაქეები ახალციხეში იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა, ამბობენ, რომ ამ ქვეყანასთან მჭიდრო კონტაქტი აუცილებელია.

„მე მაინც მგონია, რომ უნდა ვიყოთ რუსებთან. ისინი ოკუპანტები არიან თუ არ არიან ოკუპანტები, მაინც ჩვენი ძმები არიან,“ - აცხადებს ახალციხეში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი.

ახალციხისგან გასხვავებით, სალომე ზურაბიშვილს ბორჯომში გამოკითხული თითქმის ყველა მოქალაქე აკრიტიკებს.

„არაფრით არ ვისურვებდი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. სამარცხვინოა პირდაპირ,“ - ამბობენ ბორჯომში.

ბორჯომში მცხოვრები მოქალაქეები ქართულ ოცნებასაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მმართველ გუნდს მხარი არ უნდა დაეჭირა.

„რატომ უჭერს ოცნება მხარს ქალს, რომელიც ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ,“ -აცხადებენ ბორჯომში.

ამავე თემაზე
დღის ამბები