26 დეკემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"როგორ შეიძლება, ქართველმა ადამიანმა თქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი?" - ქვემო ქართლში ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

„როგორ შეიძლება, ქართველმა ადამიანმა თქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი? ჩვენ არ დაგვიწყვია ომი... რომელი ქართველი შეიძლება, დაეთანხმოს მაგას?“ - ასე აფასებენ ქვემო ქართლში სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს.

რუსთავში ამბობენ, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. მოსახლეობის თქმით, ზურაბიშვილი „რუსეთის აგენტია“.

„მაგან რა იცის საქართველოსი? ეგ სადაც ცხოვრობს, იქ იცის იმისი. აქ რომ ქართველი ხალხი ნაგავში პურს ეძებს და რომ არაფერი არ არის და გაჭირვება რომ არის, მაგან იცის?“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქვემო ქართლში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ განცხადებების გამო, მას ხმა არავინ არ უნდა მისცეს.

მოსახლეობის ნაწილი კი ზურაბიშვილის განცხადებას იზიარებს და ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

ბოლნისელები ამბობენ, რომ საქართველოს ინტერესში არ შედიოდა ომის დაწყება.

დღის ამბები