21 დეკემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა წყალტუბოს საბავშვო ბაღებში - ქუთაისში საავადმყოფოში კიდევ ექვსი აღსაზრდელი გადაიყვანეს

წყალტუბოს საბავშვო ბაღებიდან ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში კიდევ ექვსი აღსაზრდელი გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 ბავშვი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე ყველა მათგანს შიგელოზის დიაგნოზი დაუდგინდა.

ექიმი, ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. საბოლოო დასკვნის მიღებამდე კი ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალ Medicalcity-ში 26 ბავშვი შემოიყვანეს. ჯამში, წყალტუბოს ბაღებიდან საავადმყოფოში 32 აღსაზრდელი გადაიყვანეს. 

დღის ამბები